როგორ მივმართო
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლოტუსი
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " ლოტუსი " აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე. ჩვენ შესახებ: შპს "ლოტუსი" წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებად ტაქსოპარკს თბილისში, რომელიც მართავს ასზე მეტ ავტომობილს და ორიენტირებულია სერვისის ხარისხზე, ეფექტურ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე. ძირითადი მოვალეობები: ** 100-ზე მეტი ავტომობილის ყოველდღიური მონიტორინგი GPS სისტემისა და ტაქსოპარკის შიდა პლატფორმის გამოყენებით ** მძღოლების კონტროლი, მხარდაჭერა და კოორდინაცია 24 ან 12-საათიან ცვლაში. ** დარღვევების აღმოჩენა და დროული რეაგირება (მაგ. სიჩქარის გადაჭარბება, წესების დაუცველობა და მძღოლების არაკეთილსინდისიერების გამოვლენა) ** ბრძანებების გადაცემა და დროული კომუნიკაცია მძღოლებთან ** ცვლაში მუშაობის გეგმის დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება ** სისუფთავის, ფორმისა და მანქანის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მონიტორინგის ჯგუფთან კოორდინაციით ** პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტთან გადაცემა და ანგარიშგება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება დისპეტჩერის ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად ** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების უნარი (GPS, Microsoft, TSheets ან ანალოგიური) ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება, რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად სამუშაო პირობები: ** ცვლაში მუშაობა - 24 საათი ყოველ მესამე დღეს ან 12 საათიანი ცვლა ყოველ მეორე დღეს. ** მუშაობა თანამედროვე ოფისიდან თბილისში (ა. ბელიაშვილის ქ. 57) ** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მზარდი ბონუს სისტემა 1600 ლარი (ხელზე ასაღები+ბონუსები) ** სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფა ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და წვდომა ტრენინგებზე დამატებითი უპირატესობები: ** გამოცდილება ტაქსოპარკთან ან ლოგისტიკურ კომპანიასთან მუშაობაში ** მართვის მოწმობა ** სისწრაფე და ოპერატიულობა პრობლემების გადაჭრაში ** ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა დასაქმების პროცედურა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: business-support@ltdlottus.com . სათაურის ველში მიუთითეთ: "დისპეტჩერის ვაკანსია". ვაკანსია ღიაა შერჩეული კანდიდატის დასაქმებამდე. შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთ კვირიანი ტრენინგი და ერთ თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დისტანციური დისპეტჩერი
კომპანია
ლოგისტიკური დისპეჩერი
United Fleet Transport
ლოჯისტიკის კოორდინატორი/დისპეჩერი
United Transport
ბათუმი, აღმაშენებლის უბანი · ≈ 500 $