როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
აგრო-უნივერსალი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" აგრო უნივერსალ საქართველო " ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე. ვაკანსია — დაფასოების ხაზის ოპერატორი კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით. ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — დაფასოების ხაზის ოპერატორი. ძირითადი მოვალეობები: ** ავტომატური დაფასოებისა და შეფუთვის ხაზთან მუშაობა. ** ტომრების წონისა და შეფუთვის ხარისხის კონტროლი. ** დანადგარის მუშაობის მონიტორინგი. ** ტომრების პალეტებზე დალაგება. ** სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკასთან მუშაობის უნარი; ** ყურადღება და პასუხისმგებლობა; ** ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა; ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები და ბენეფიტები: ** სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი; ** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (დღის და ღამის ცვლები), პოზიციის სპეციფიკის შესაბამისად; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან; ** სტაბილური სამუშაო გარემო. CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ბექ ოფისის ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი
ოპერატორი
საქართველოს ფოსტა

