როგორ მივმართო
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სტანდარტი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4 · საიდენტიფიკაციო კოდი: 400227009
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " სტანდარტი " აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00 ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით, სამუშაო გრაფიკის მიღმა შესრულებული დამატებითი დავალება ან სამუშაო საათების გადაცილება ანაზღაურდება დამატებით) ვაკანსიის აღწერა: ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე. ძირითადი მოვალეობები: ** დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით; ** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი; ** ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი; ** გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება; ** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება); ** გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა (B კატეგორია); ** მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** თბილისის ქუჩების და ალტერნატიული გზების სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა (მაგ : ნავიგაციის ციფრული სისტემების, მულტიმედიის და სხვა დამხმარე ჭკვიანი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება) პიროვნული მახასიათებლები: ** კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა; ** პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე; ** ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი; ** სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში; ** მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: llcstandad73@gmail.com , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე სასურველია რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
ჰიპერმარკეტი Domino
მძღოლი - B კატეგორია
გასგო მოტორსი
≈ 1500 ₾
მძღოლ-ექსპედიტორი
ნიკორა ტრეიდი

