- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
- საქმიანობა
- განათლება და მეცნიერება
- დაარსდა
- 2015
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405119394
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით. გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში! თანამდებობის დასახელება: ისტის მასწავლებელი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა) სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39. გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებით. საკონკურსო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის მიმართულებით); ** სასურველია პროგრამირების ერთ-ერთი ენის ცოდნა; ** ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობის შემთხვევაში - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი. ** უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა; ** ისტ-ის საგნის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება; ** თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება; ** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება; ** სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა. ** კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად; ** ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში; ** კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა; ** კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება; ** მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ** მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება; ** მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა; ** მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; ** კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება; ** კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება. ** სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; ** საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება); ** თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა ** ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი; ** სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით; ** მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება; ** თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება. ** მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება; ** მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება; ** სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით; ** მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება; ** სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება; ** ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება; ** მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით; ** მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება. ** მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით; ** მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას; ** კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად; ** მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას; ** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონ
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მუსიკის მასწავლებელი
მწვანე სკოლა
ინგლისური ენის მასწავლებელი
Arrow Club
ხელოვნების მასწავლებელი
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა