როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1–2 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ქორთიარდ კოლექშენ
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ოდა ქორთიარდ კოლექშენი (Oda Courtyard Collection) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი NET (ხელზე ასაღები) — განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ფორმატი: მხოლოდ ოფისიდან (ადგილზე). დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის ფორმატი არ განიხილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბუღალტრული ოპერაციები: ბუღალტრული გატარებების შესრულება, მონიტორინგი და ანგარიშების დახურვა; ფინანსური მართვა: საბანკო ოპერაციების წარმოება, გადარიცხვების მართვა, მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა; აქტივებისა და ხარჯების კონტროლი: ხარჯების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (ცვეთის დარიცხვა და დამუშავება); საგადასახადო და დოკუმენტალური უზრუნველყოფა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების (ა.ფ.) ატვირთვა/კონტროლი RS.ge-ზე; ხელფასების დარიცხვა; სპეციფიკური ოპერაციები: იმპორტის ოპერაციების სრული აღრიცხვა და შესაბამისი გატარებები; ანგარიშგება და დეკლარირება: ფინანსური ანგარიშგების შედგენა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობა; სხვა დავალებები: მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); გამოცდილება: მინიმუმ 1–2 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში; პროგრამული უზრუნველყოფა: საბუღალტრო პროგრამებში ORIS 5 / ORIS 7 მუშაობის გამოცდილება და Microsoft Office-ის (Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა; საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა; სერტიფიკატები: ACCA-ის პირველი დონის ფლობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. პიროვნული კომპეტენციები და უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ორგანიზებულობა, დისციპლინა, თავდადება და დროის სწორი მართვა; რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად (Multitasking) და წინასწარ გაწერილ ვადებში (Deadline) მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარი NET (კვალიფიკაციის შესაბამისად); სტაბილურ, მზარდ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და განვითარებაზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@oda.life და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „ბუღალტერი“.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დამწყები ბუღალტერი
კორა აუდიტი
თბილისი
ბუღალტრი
კორა აუდიტი
თბილისი, ლილო · ≈ 4000 ₾
ბუღალტერი
ჯინო აკვაპარკი
თბილისი