- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Studio 9:16
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" Studio 9:16 " არის ვერტიკალური ვიდეო კონტენტის აუთსორს სტუდია, რომელიც "საქართველოს ბანკის", "ალდაგის", "გალფის" (Gulf), "ბოლტ ფუდის" (Bolt Food), "ალტასა" და სხვა მრავალი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს , რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე. თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა! რას გააკეთებ შენ: შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ** კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და "სტატუს ქოლების" ორგანიზება. ** პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების "თასქებად" ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში. ** Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის მენეჯმენტი : ლოკაციების/რეკვიზიტების შეთანხმება კლიენტთან, კომუნიკაცია სპიკერთან და კონტენტის გუნდთან ** დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი). ** რისკების მართვა: პროცესში არსებული "ბოთლნექების" (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა. რა მოგეთხოვება: ** გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში). ** ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი). ** სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი. ** კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული უნარები: ** Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი. ** Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ** ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება. ** დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 3000-დან 4000 ლარამდე (Net) , გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ** შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში. ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი, 3 დღე ოფისი/2 დღე ონლაინ განაცხადის გასაკეთებლად, გადადით ბმულზე: https://forms.gle/DAvcdppcyRyvuzn57
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი