როგორ მივმართო
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 17 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
პრეზი-დენტი
ღია ვაკანსია: 1
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
სტომატოლოგიური კლინიკა „ პრეზიდენტი “ აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს კლინიკის ცნობადობის გაზრდაზე, ბრენდის იმიჯის განვითარებასა და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე. ძირითადი მოვალეობები: კლინიკის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა; სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზება; ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; კლინიკის მომსახურებებისა და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაცია; კლინიკის ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა; პაციენტების მოზიდვისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალი იდეებისა და პროექტების შეთავაზება; თანამშრომლობა კლინიკის ექიმებთან და ადმინისტრაციასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: PR-ის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა; გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები; კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და ვიზუალური მასალების დამუშავების გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს; პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას; ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. სამუშაო ადგილი: თბილისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და, სურვილის შემთხვევაში, შესრულებული პროექტების პორტფოლიო: prezident.stomatology@gmail.com შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტის“ ბრენდი!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტელე გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Future Bridge
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სმოტორსი