როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ვიქტორია 98
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " ვიქტორია 98 " (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo, "ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK". კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე ანაზღაურება: 4000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საბუღალტრო პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და კონტროლი; ** საბანკო ამონაწერებისა და სალარო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ** ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი და კონტროლი; ** ფულადი შემოდინებებისა და გადინებების კლასიფიკაცია საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით; ** ფულადი ნაკადების ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შეჯერება; ** საბანკო ამონაწერების, სალაროს მონაცემებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შედარება და გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ნაშთების შეჯერება; ** შემოსავლებისა და გადახდების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; ** ფულადი ნაკადების პროგნოზირებისა და დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება; ** ფულადი ნაკადების მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება; ** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში; ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის; ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; სამართლებრივი აქტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატული აქტების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** გუნდურობა. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში ("Subject"-ში) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 6000 ₾
ბუღალტერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ბუღალტერი
Hampton by Hilton Batumi Center