როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 2 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 7 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სქაიტელი
- საქმიანობა
- კომპიუტერული და პროგრამული მომსახურება
- დაარსდა
- 2010
ღია ვაკანსია: 10 · საიდენტიფიკაციო კოდი: 400013748
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს . შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 23ა# დაქვემდებარება: ოფისის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; ცვლადი გრაფიკი, წინასწარი შეთანხმებით. კვირაში არაუმეტეს 20 სთ. ანაზღაურება: 1000 ლარი (Net). გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი) დამატებით სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass (კორპ. პირობებით) ** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით) ** კომპანიის სერვისებზე 50 % - იანი ფასდაკლება ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის სივრცეებში სხვადასხვა სახის სამეურნეო სამუშაოების ჩატარება; ** საჭიროების შემთხვევაში, სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტორის მოძიება და შეთანხმება; ** გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** სამეურნეო ინვენტარის მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით, შეკვეთის მოთხოვნა/შესყიდვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროფესიული განათლება; ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი; ** ქართულის ენის გამართულად ცოდნა. უნარები/შესაძლებლობები: ** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანი; ** ანალიზის უნარი; ** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში); ** დროის სწორად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დისციპლინირებული. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
