- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Oktopus Fitness Club
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით. პასუხისმგებლობები: მომხმარებლის ეფექტური მიღება და მომსახურება; კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა; ტერმინალთან მუშაობა; გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა; სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. პოზიციისთვის აუცილებელი უნარები: პოზიტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი. პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების (Word, Excel) საბაზისო ცოდნა; უცხო ენების ცოდნა (ინგლისური); სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. განრიგი და ანაზღაურება: განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლები: 08:00-15:30 სთ. ან15:30 -23:00 სთ; ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით: კორპორატიულ ფასდაკლებებს და სხვა ბენეფიტებს. დეტალური პირობების სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://oktopus.selfrecruit.ge/s/Fyn0
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
ადმინისტრატორი/მიმღების თანამშრომელი
სტომატოლოგიური კლინიკა
ადმინისტრატორი მიმღებ დეპარტამენტში
სასტუმრო WELMOND
ბათუმი
