როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს
- ფუნქციები და მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
- ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
- სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
- მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება
- საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- დროის სწორად გადანაწილების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
- ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
- გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
- დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ადმინისტრატორი/მიმღების თანამშრომელი
სტომატოლოგიური კლინიკა
მიმღების თანამშრომელი
Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
მიმღების თანამშრომელი
Bazzar Boutique Hotel
≈ 1200 ₾
