სამშენებლო პროექტის მენეჯერი
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
IPS Facade
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" IPS Facade " - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი. "IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა; ** სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი; ** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი; ** შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა; ** ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/8K94U2iDAC5R6EaC7
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი