როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ელემენტ კონსტრაქშენი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205208746
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია " ელემენტ კონსტრაქშენი " 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. "ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება); ** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან; ** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა; ** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა; ** პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა; ** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; ** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება; ** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება; ** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა; ** პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება; ** რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება); ** პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა; ** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; ** პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad); ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კრეატიულობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი - სრული; ** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად; ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** საწვავი; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 06 ოქტომბრამდე . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი