იურისტის ასისტენტი/ თანაშემწე
კომპანია
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 2 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 7 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას. ძირითადი მოვალეობები: ** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა; ** უფროსი იურისტის დახმარება; ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია; ** კომპანიის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოება; ** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა; ** წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში; ** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია; ** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (word; excel); ** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისაწარმოების გამოცდილება; ** სასურველი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება). პიროვნული თვისებები: ** დროის ეფექტური მართვის უნარი. ** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი. ** ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა; სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00 ანაზღაურება: 1500 ლარიდან , შეთანხმებით კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე llcstandard73@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
RB ბანკირის ასისტენტი
თიბისი
დოკუმენტაციის ასისტენტი
MSC Georgia
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო

