როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ზღაპარი
ღია ვაკანსია: 9
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
კომპანია " ზღაპარი " 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 48 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს , რომელიც უზრუნველყოფს მარკეტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან მართვას, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესრულებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** ფილიალში მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა. ** მომხმარებელთა უკუკავშირებზე რეაგირება; ** პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი; ** პროდუქციის ნაშთების, ვადების, ფასებისა და მარკირების კონტროლი; ** პროდუქციის თაროებზე სათანადო განლაგებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** აქციებისა და სარეკლამო აქტივობების სწრაფად განხორციელების კონტროლი; ** სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრებისა და დღის დახურვის პროცედურების კონტროლი; ** მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება; ** ფილიალის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება; ** ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სწავლება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ შრომით პირობებს; ** საბონუსე სისტემას, კომპანიის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად; ** ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში; გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე) ანაზღაურება: 1200 ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ბიზნეს მენეჯერი
კომპანია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
AutoBidMaster
