გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
- ბათუმი
- სრული განაკვეთი
- დარჩენილია 18 დღე
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 14 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
აჭარ ენერჯი 2007
- საქმიანობა
- ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- დაარსდა
- 2007
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 245591426
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
შპს აჭარ ენერჯი-2007 იწვევს მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე სამუშაოდ. სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00; სამუშაო ადგილი: ბათუმი, კირნათი ჰესი, ხელვაჩაური-1 ჰესი. ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ენერგეტიკულ ობიექტზე (სადგურები, ქვესადგურები, ხაზოვანი ნაგებობები) შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების (HSE) მუდმივი მონიტორინგი და მართვა; მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების (მაღალ ძაბვაზე მუშაობა, სიმაღლეზე მუშაობა, ჩაკეტილ სივრცეებში მუშაობა, მიწის სამუშაოები) უსაფრთხოების ნებართვების (Permit to Work) გაცემა და კონტროლი; გარემოსდაცვითი მოთხოვნების მკაცრი ზედამხედველობა: ნარჩენების სეპარაცია და მართვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია, ემისიებისა და ხმაურის დონის კონტროლი; ობიექტზე დასაქმებული პერსონალისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებისთვის სპეციფიკური HSE ინსტრუქტაჟების (მათ შორის, ელექტროუსაფრთხოების საკითხებზე) ჩატარება; ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და „Near Miss“ (თითქმის მომხდარი ინციდენტი) შემთხვევების მოკვლევა, ანალიზი და პრევენციული გეგმების შემუშავება; შესაბამისი დოკუმენტაციის, ჟურნალების, რისკების შეფასების მატრიცებისა და გარემოსდაცვითი ანგარიშების წარმოება; სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ტექნიკური, საინჟინრო ან გარემოსდაცვითი განათლება (ენერგეტიკის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად); შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი (სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა); ენერგეტიკის სექტორში არსებული ტექნიკური რეგლამენტების, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HSE სპეციალისტის პოზიციაზე (ენერგეტიკულ ან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად); საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (HSE საერთაშორისო სტანდარტებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის). რას გთავაზობთ (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა: კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებული მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევის პაკეტი; ტრანსპორტირება: თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირება ობიექტამდე (სამსახურებრივი მიკროავტობუსით ან საწვავის ლიმიტით უზრუნველყოფა); კვება: უფასო, ერთჯერადი კვება ობიექტზე არსებულ კეთილმოწყობილ სასადილოში; სამუშაო ეკიპირება: უმაღლესი ხარისხის პერსონალური დაცვის საშუალებებითა და სეზონური სამუშაო ტანსაცმლით სრული უზრუნველყოფა; კარიერული ზრდა: განვითარების შესაძლებლობა მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებში. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: giorgi.nakashidze@acharenergy.com სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „HSE სპეციალისტი “.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მაგთიკომი
ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
მიკრობანკი კრისტალი

