საერთაშორისო შესყიდვების კოორდინატორი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Dreamland Oasis in Chakvi
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შესყიდვის პროცესის წარმართვა კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად; ** ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით; ** შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი; ** გაყიდვების გეგმის საფუძველზე, თითოეული სარეალიზაციო პროდუქტის მინიმალური-მაქსიმალური ნაშთის განსაზღვრა და მარაგების ოპტიმალური დაგეგმარების უზრუნველყოფა; ** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა; ** კომპანიის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** მომწოდებლებთან დებიტორულ/კრედიტორული ვალდებულებებისა და გადახდის ვადების კონტროლი; ** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი; ** სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის, ბაზრის ტენდენციების საფუძველზე; ** მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული ენის ცოდნა სასურველია. შერჩევის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა ** გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების კოორდინატორი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტის ინფორმირება მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
თბილისი