უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Xide Partners
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მზად ხარ, შენი ამბიციები რეალურ შემოსავლად აქციო? "Xide Partners " ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებსა და მომავალ ლიდერებს! თუ მიზანდასახული ხარ, გიყვარს მაღალი შემოსავალი, გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არ აპირებ საშუალო შედეგებით დაკმაყოფილებას — შენი ადგილი ჩვენთან არის. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ "თანამშრომლებს". ჩვენ ვეძებთ პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებსაც სურთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზება უძრავი ქონების ყველაზე დინამიურ ბაზარზე. რატომ მაინცდამაინც "Xide Partners"? ** შემოსავალი ლიმიტების გარეშე: ** სტაჟიორი / დამწყები: 50% (საკომისიოდან) ** გამოცდილი აგენტი: 60% (საკომისიოდან) ** გრანდიოზული ბონუსები და ნომინაციები: ** თვის, კვარტლისა და წლის საუკეთესო აგენტების გამოვლენა ** ფულადი პრიზები და საგზურები საზღვარგარეთ ** წლის გამარჯვებულისთვის — განსაკუთრებული, სოლიდური ფულადი ჯილდო! ** სრულფასოვანი დატრენინგება: ჩვენ გასწავლით არა უბრალოდ გაყიდვებს, არამედ მსხვილი გარიგებების დახურვისა და მოლაპარაკებების მართვის ხელოვნებას. ** ტექნიკური მხარდაჭერა: სამუშაო ლეპტოპი, კორპორაციული ნომერი (ულიმიტო პაკეტით) და განცხადებების ასატვირთი შიდა, გამარტივებული პროგრამა. რას გააკეთებ ჩვენთან? ** წარმართავ მაღალი დონის მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს. ** იმუშავებ პოტენციურ მყიდველებთან და დეველოპერებთან. ** მართავ შემოსულ ზარებს, შეტყობინებებსა და ობიექტების განთავსებას. ** შექმნი შენს პერსონალურ ბრენდს უძრავი ქონების სფეროში. სამუშაო გრაფიკი და პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 19:00 ** შაბათი: თვეში 2 არჩევითი შაბათი (12:00 - 17:00) ** დასვენება: კვირა, ოფიციალური უქმეები + 1 დამატებითი Day Off თვეში ** მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქუჩა. ვის ვეძებთ? ** ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რატომ სურთ მაღალი შემოსავალი. ** ლიდერული თვისებების მქონე კადრებს, რომლებიც არ ეძებენ მიზეზებს, არამედ პოულობენ შესაძლებლობებს. ** პუნქტუალურ, სერიოზულ და ამავდროულად კომუნიკაბელურ პიროვნებებს. შენი გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა შენი ამბიცია და განვითარების წყურვილი — გადამწყვეტი. როგორ გადმოხვალ ახალ ეტაპზე? გამოაგზავნე შენი CV ელფოსტაზე: hr.xidepartners@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვინც მზად არის დიდი გამოწვევებისა და დიდი შედეგებისთვის.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
Dream House
≈ 1500–9000 ₾
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი