როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბლექ სი გრუპი
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " კომპანია ბლექ სი გრუპი " არის წამყვანი გენერალური კონტრაქტორი საქართველოში, რომელიც ახორციელებს მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოცემული პოზიცია ითვალისწინებს შპს "კომპანია ბლექ სი გრუპის" ჯგუფში შემავალი ორი კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფილ მართვას. ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობაა ავტოტექმომსახურების გაწევა, ხოლო მეორის - სამშენებლო ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება და იჯარა. ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან მთავარ ბუღალტერს , რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული კომპანიების ფინანსური და საბუღალტრო პროცესების მართვას. მდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სალაროს ოპერაციების აღრიცხვა; ** საქვეანგარიშო თანხების აღრიცხვა და კონტროლი; ** საბანკო გადახდების განხორციელება და ნაშთის კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში; ** ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სინქრონიზაცია და გატარებების სისრულის კონტროლი; ** მომსახურებისა და იჯარის რეალიზაციების აღრიცხვა; ** რეალიზაციის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა; ** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი და ხელმძღვანელი პირებისთვის რეესტრების მიწოდება; ** სესხების, გარანტიების, ლიზინგების აღრიცხვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (დღგ, მოგება, ქონების გადასახადი) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; ** rs.ge-ს მონაცემების შედარება პროგრამის მონაცემებთან; ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) პერიოდულად, მოთხოვნისამებრ; ** წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და კომპანიის შიდა მოთხოვნების მიხედვით; ** აუდიტისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და მიწოდება; ** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში ინფორმაციის დამუშავება და საგადასახადო ორგანოებისთვის მიწოდება; ** საბუღალტრო ანგარიშების ბრუნვებისა და ნაშთების სისწორის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ტექნიკური მიმართულებით; ** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის სფეროში; ** 1C პროგრამის ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. საჭირო უნარ-ჩვევები: ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ** საგამოცდო პერიოდში: 4000 ლარი (ხელზე / ნეტი) ** საგამოცდო პერიოდის შემდეგ: 5000 ლარი (ხელზე / ნეტი) ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას წამყვან ჯგუფში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 6000 ₾