როგორ მივმართო
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Caucasian PET Company
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს " კავკასიან პეტ კომპანი " ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში. წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე: PET წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია მოთხოვნები: ** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია). ** კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა. ** ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა. ** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე. თანამდებობრივი მოვალეობები: ** მაღალი ხარისხის PET და PE პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი. ** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება. ** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა. ** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება. ** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება. სამუშაო პირობები: ** ქალაქი რუსთავი ** სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე). ** ანაზღაურება - 1500 ლარი ხელზე ან 8, 97 ლარი საათში სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე) (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით). პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
1C ოპერატორი
დიპლომატ ჰოლდინგი
ბექ ოფისის ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი

