პროექტების მენეჯერი
STREAM
ვაკანსია დახურულია. ქვემოთ მსგავსი ღია ვაკანსიებია.
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 25 ოქტომბერი 2026
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" ( http://www.elteg.ge ). კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს. სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე) ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო ობიექტზე პირველადი ვიზიტის განხორციელება; ** ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება; ** არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მათ შორის ადგილზე აზომვების განხორციელება და სხვა რელევანტური მონაცემების შეგროვება; ** მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებით ინფორმაციის საბოლოო ფორმალიზება; ** დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ფორმალიზება წერილობითი სახით; ** კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, რომლებიც ეფუძნება ანალიზს და არსებულ ტექნიკურ პირობებს; ** პროექტის შესრულების პროცესის მუდმივი მონიტორინგი ობიექტზე; ** გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წერილობითი ფორმით; ** შესაბამისი მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა ხარისხის, ეფექტიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით; ** პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის, სპეციფიკაციებისა და სხვა მასალების მომზადება წერილობითი ფორმით; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების და დასკვნების შედგენა; ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სახელით დამკვეთებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ** შეხვედრების შედეგების და მიღებული გადაწყვეტილებების წერილობითი დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ** კომპანიის მენეჯმენტის მითითებით, განახორციელოს სხვა ამოცანები, რომლებიც არ არის პირდაპირ მითითებული ამ დანართში, მაგრამ ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი სამშენებლო სფეროში; ** მენეჯერული გამოცდილება, დიდი გუნდის მართვის უნარი; ** ელექტროობის ტექნიკური ცოდნა (სავალდებულო); ** მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მსგავსი ვაკანსიები
სარემონტო პროექტების მენეჯერი
ამბრელა ჯგუფი
≈ 2000 ₾
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $