როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ჯორჯიან ფექიჯინგი
- საქმიანობა
- მასმედია, რეკლამა და პოლიგრაფია
- დაარსდა
- 2016
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404521629
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. კომპანია მდებარეობს თბილისში, დიდი დიღომში, არჩილ მეფის 1. შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" 2016 წლიდან აწარმოებს სურსათის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჭიქებს ცხელი და ცივი სასმელებისთვის, პურ-ფუნთუშეულის პაკეტებს და სხვადასხვა სახეობის ყუთებს. კომპანია მუშაობს სურსათის უვნებლობის სასერტიფიკაციო სქემის FSSC 22000-ის ფარგლებში. მოვალეობები: ** ავტომობილის მართვა და პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება; ** საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთთან მიტანილი პროდუქციის გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და ტვირთის მთლიანობაზე ზედამხედველობა; ** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი; ** სამგზავრო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოება. მძღოლი ვალდებულია: ** დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები; ** მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; ** დაიცვას სურსათის უვნებლობის სტანდარტებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** C კატეგორიის (სატვირთო ავტომობილი) მართვის მოქმედი მოწმობა; ** E კატეგორიის მართვის უფლება (თუ ნახევარმისაბმელიანი ან მისაბმელიანი ავტომობილია); ** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ქალაქსა და რეგიონებში პროდუქციის გადაზიდვის გამოცდილება; ** ტახოგრაფის გამოყენების გამოცდილება და მუშაობისა და დასვენების დროის წესების ცოდნა; ** მძღოლის კვალიფიკაციის (პროფესიული კომპეტენციის) დამადასტურებელი მოწმობა; ** მძღოლისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების შესაბამისად; ** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა; ** ავტომობილის ძირითადი ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და წვრილმანი ხარვეზების აღმოფხვრის უნარი; ** GPS/ნავიგაციის გამოყენების უნარი; ** თბილისისა და საქართველოს გზების კარგი ცოდნა; ** კორპორატიული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა. სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები: ** გაცდენის გარეშე მუშაობა და მოქნილობა დატვირთვისა და მიწოდების განრიგთან ** საქართველოს მასშტაბით მივლინებებზე წასვლის მზაობა; ** ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აკრძალვა სამუშაო დროს. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; ** გულისხმიერება ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ; ** კომუნიკაბელურობა კლიენტებთან და საწყობის თანამშრომლებთან; ** დისციპლინირებულობა; ** არაკონფლიქტურობა; ** სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: სურსათთან ან შესაფუთ მასალასთან დაკავშირებული ტვირთის გადაზიდვის გამოცდილება; სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა; ** ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში NET 1500 ლარიდან; ** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდგომ; გასაუბრების ეტაპები:
- CV-ის გადარჩევა;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მძღოლ-ექსპედიტორი
დიპლომატ ჰოლდინგი
მძღოლ-ექსპედიტორი
მასტერ თრეიდი
≈ 1500 ₾
ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
ჰიპერმარკეტი Domino
