მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველი
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე
- კონტრაქტი
- დარჩენილია 4 დღე
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 17 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 31 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 4 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე
ღია ვაკანსია: 1
შედი, რომ გამოიწერო
კომპანიის სრული ინფორმაცია ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
- ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე აცხადებს ვაკანსიას მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
- განაკვეთი: სრული
- პროექტის ვადა: 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- პოზიციის მთავარი მიზანი
- პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა ობიექტზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ვადების და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
- ძირითადი მოვალეობები:
- ** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა;
- ** სამუშაოების პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულების კონტროლი;
- ** კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
- ** სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
- ** გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება;
- ** შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება;
- ** გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
- ** კონტრაქტორებისთვის სამუშაო დავალებებისა და მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ** კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- ** სხვა სამშენებლო მიმართულებებთან და პროექტის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- ** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და დადგენილი წესების დაცვა, ხოლო დარღვევების ან რისკების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისა და/ან მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
- საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- ** უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
- ** მინიმუმ 4 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
- ** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
- ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, (Excel-ის კარგი ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად) ; CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
- ** ქართული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშ. ზედამხედველი
გლობალური ტექნოლოგიები
