როგორ მივმართო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Royal Tulip Hotel
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- " Royal Tulip Hotel & Casino " აცხადებს ვაკანსიას: ღამის აუდიტორი
- ძირითადი მოვალეობები:
- ** სასტუმროს დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება და ღამის აუდიტის ჩატარება;
- ** ნომრების, რესტორნის, ბარისა და სხვა მომსახურებების ყოველდღიური შემოსავლების შემოწმება;
- ** სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) ყველა გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციის სისწორის კონტროლი;
- ** სტუმრების ანგარიშების, გადახდებისა და დავალიანებების შემოწმება;
- ** ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებითა და სხვა გადახდის მეთოდებით მიღებული თანხების შეჯერება სისტემურ ანგარიშებთან;
- ** ფასდაკლებების, ჯავშნების გაუქმების, უფასო განთავსებისა და ფინანსური კორექტირებების შემოწმება;
- ** დღის დახურვის პროცედურის შესრულება სასტუმროს პროგრამაში;
- ** ყოველდღიური შემოსავლების ანგარიშის (Daily Revenue Report) მომზადება;
- ** აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და შეცდომების შესახებ ფინანსური მენეჯერის ან მთავარი ბუღალტრის ინფორმირება;
- ** მომდევნო დღის ჯავშნების, ჩამოსვლისა და გამგზავრების სიების შემოწმება;
- ** ღამის ცვლაში სტუმრების მიღება-განთავსება, რეგისტრაცია და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;
- ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და არსებული სერვისების შესახებ;
- ** ღამის ცვლაში წარმოქმნილი პრობლემების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერის ინფორმირება;
- ** ცვლის დასრულებისას ანგარიშებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაბარება მომდევნო ცვლის თანამშრომლისთვის.
- მოთხოვნები:
- ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სამუშაო პირობები:
- ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
- ** ანაზღაურება: 2000 ლარი ;
- ** სამუშაო განაკვეთი 5/2;
- ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ** კვებით უზრუნველყოფა.
- დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com . ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
- გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ღამის ცვლის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი
მისო ლიდერ კრედიტი
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო
უფროსი აუდიტორი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა