მარკეტინგის მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მედიტეკი
- საქმიანობა
- მედიცინა, სილამაზე და სპორტი
- დაარსდა
- 2016
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405149389
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს. პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: დისტანციური ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის, პროდუქციისა და პარტნიორი ბრენდების ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა; ** სამედიცინო ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ტენდენციების კვლევა; ** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; ** ახალი პროდუქტებისა და ბრენდების ბაზარზე წარდგენის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; ** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების მომზადების/შექმნის პროცესის მართვა; ** სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ** ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა/ორგანიზება; ** სამედიცინო პროდუქტების, ახალი ტექნოლოგიების, კომპანიის სიახლეებისა და პროფესიული ინფორმაციის კომუნიკაცია; ** ექიმების, სამედიცინო პერსონალის, კლინიკებისა და სხვა პროფესიული აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა; ** პროდუქციისა და ბრენდების შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალების მომზადება; ** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და პერიოდული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი; ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Meditekoffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი