როგორ მივმართო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
რიკო ექსპრესი
ღია ვაკანსია: 16
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. ზუგდიდში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (450 ლარი კვარტალური და წლიური 3500 ლარი) + სამედიცინო დაზღვევა. გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი. მოთხოვნები: ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. გაითვალისწინეთ: ** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. ** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ღამის ცვლის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი
მისო ლიდერ კრედიტი
მოლარე-ოპერატორი
ოიში სუში
≈ 1300–1500 ₾
≈ 1200–1500 ₾