ტექნიკოსი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Setuperi
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ღონისძიებების/ივენთების ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანია "Setuperi " აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, შრომისმოყვარე და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს პროფესია პრაქტიკაში და განვითარდეს ტექნიკურ სფეროში. სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობასა და გრაფიკზე. ანაზღაურების დეტალებს შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებაზე გავივლით. რას ისწავლით და რა მიმართულებით მოგიწევთ მუშაობა: ** LED ეკრანების მონტაჟი, დემონტაჟი, ტექნიკური გამართვა; ** გახმოვანების სისტემების აწყობა, გამართვა და ღონისძიებაზე ტექნიკური მართვა; ** LED ეკრანებისთვის პოდიუმის და შესაბამისი კონსტრუქციების აწყობა; ** სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება ღონისძიების სპეციფიკის შესაბამისად. ** ჩვენთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ გამოცდილება აუცილებელი არ არის. ** თუ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას. ** კომპანიის ტექნიკური ხელმძღვანელი პრაქტიკულად, უშუალოდ სამუშაო პროცესში გასწავლით ყველა საჭირო მიმართულებას და ეტაპობრივად დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში. დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვანია ჰქონდეს: ** სწავლისა და განვითარების სურვილი; ** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ; ** შრომისმოყვარეობა და დისციპლინა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ტექნიკისა და ტექნიკური სამუშაოებისადმი ინტერესი; ** ფიზიკური დატვირთვისთვის და არასტანდარტული სამუშაო განრიგისთვის მზადყოფნა. თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდეთ ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.gelashvili@setuperi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 930 253
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
ბს/2 ჯორჯია
