როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 30 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბრიტანია დეველოპმენტ
ღია ვაკანსია: 1
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს " ბრიტანია დეველოპმენტი " აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, დაგვიანების გარეშე. მოთხოვნები: ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ** ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD). ძირითადი მოვალეობები: ** მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა; ** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; ** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი; ** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებული კანდიდატებს, ვთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
Backup & Recovery ინჟინერი
Torrex International
ინჟინერ-კონსტრუქტორი
საინჟინრო კომპანია