გაყიდვების კონსულტანტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
XS სათამაშოები
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, საბურთალო, სითი მოლი. სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი ბათუმში, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ძირითადი მოვალეობები: ** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი თბილისში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
გრანდ ელექტრონიქსი
