როგორ მივმართო
- განთავსდა
- 10 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 10 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 15 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Express Capital+
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. "express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: პოზიცია - ინკასატორი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი ; ** ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული; ** ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი; ** ავტომანქანის იჯარა - 200 ლარი ფიქსირებული; ** მოზიდულ კლიენტებზე ბონუსი; ** ულიმიტო სასაუბრო; ** გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ, შაბათი - 10:00-14:00 სთ. ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე. პოზიციის მიზანი: კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
- ** კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
- ** მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ** მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
- ** ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი);
- ** ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
- ** პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია.
- სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
** ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი; ** წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში); ** კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა. სავალდებულო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება. შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად. უნარები: ** გუნდურობა; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაოს ორგანიზება; ** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი · ≈ 1150 ₾
