დემი შეფი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
იაკობის ეზო
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე საკონდიტროში. ძირითადი მოვალეობები: ** საკვების მომზადება და წარმოება ** კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად; ** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება (mise en place); ** პროდუქტების სწორად დამუშავება, დაჭრა, მომზადება და შენახვა; ** პასუხისმგებელ შეფთან შეთანხმებით სამუშაო პროცესის შესრულება; ** კერძების ხარისხის, ვიზუალური იერსახისა და პორცირების კონტროლი. სამზარეულოს ოპერაციების მხარდაჭერა: ** შეფისა და სოუს შეფის დავალებების შესრულება; ** კონკრეტულ სამზარეულოს სექციაში დახმარება ** დატვირთულ საათებში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა; ** შეკვეთების დროულად და სწორად მომზადებაში მონაწილეობა. ხარისხისა და სტანდარტების დაცვა: ** სასტუმროს კულინარიული სტანდარტების დაცვა; ** კერძების გემოს, ტემპერატურისა და პრეზენტაციის კონტროლი; ** საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება; ** HACCP-ისა და სურსათის უსაფრთხოების წესების დაცვა. ჰიგიენა და უსაფრთხოება: ** სამუშაო ადგილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი; ** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება; ** სანიტარული ნორმების დაცვა; ** პროდუქციის შენახვის ვადებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტროლში მონაწილეობა. გუნდური მუშაობა: ** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა; ** კომუნიკაცია მიმტანებთან და სხვა დეპარტამენტებთან საჭიროების შემთხვევაში; ** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის გაცნობაში დახმარება; ** პროფესიული განვითარების სურვილი და ახალი ტექნიკების სწავლა. მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: აუცილებელი: ** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული კულინარიული ცოდნა; ** სისუფთავისა და ორგანიზებულობის მაღალი სტანდარტი; ** სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სასურველი: ** სასტუმროს ან მაღალი კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება; ** HACCP სტანდარტების ცოდნა; ** სხვადასხვა სამზარეულოს მიმართულების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** დისციპლინირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** გუნდური მოთამაშე; ** სწავლისა და განვითარების მოტივაცია; ** კრეატიული მიდგომა კულინარიაში. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727 გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო" გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა