B2B გაყიდვების მენეჯერი
კომპანია
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 14 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 14 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ B2B გაყიდვების მენეჯერს , რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს, ითავებს გაყიდვების სრულ ციკლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებასა და განვითარებაში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი B2B კლიენტების აქტიური მოძიება, მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ** სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის: საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან ** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების საბოლოო შესრულებამდე ** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება და ბაზარზე ცნობადობის გაზრდა ** ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულება, შედეგების სისტემატური ანალიზი და რეპორტინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B სექტორში ** სასურველია გამოცდილება HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება), საინჟინრო სისტემების ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში ** HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (Top Management / C-Level) ეფექტური კომუნიკაციისა და მუშაობის უნარი ** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების მომზადებისა და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება ** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა ** FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად რას გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით ** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.m.basiladze@gmail.com . დანიშნულების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - B2B
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია
≈ 1500 ₾
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი