როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 27 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 1 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
კასს ლენდი
- საქმიანობა
- გართობა
- დაარსდა
- 2018
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404568605
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
Kass Group JSC აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2,500 – 3,000 ლარი , კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს პროფესიული განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა; პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება; ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა; საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ასახვაში მონაწილეობა; მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება; სალაროსა და ავანსების აღრიცხვაში მონაწილეობა; საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა; შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა, კონტროლი და პერიოდული გადამოწმება; ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვერბალური და წერითი საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; Oris-ისა და Balance-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; Materials Control-ისა და Fidelio-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. პიროვნული უნარები ანალიტიკური აზროვნება; ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; გამოცდილ გუნდთან მუშაობას; კონკურენტულ ანაზღაურებას. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ: „მთავარი ბუღალტრის დამხმარე“. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას ! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 6000 ₾
დამხმარე ბუღალტერი
რესტორანი 2 ტონა
≈ 1800 ₾
