როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
DG ჰოლდინგი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია " DG ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე. გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით ლოკაცია: თბილისი ფუნქცია-მოვალეობები: ** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; ** HR მიმართულებით პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება; ** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა; ** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი; ** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება; ** შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი; ** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობისა და კომპანიის წესდების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით); ** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა. საჭირო უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი; ** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@dgholding.ge . სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group