როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Multipay Systems
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
Multipay Systems ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს დროებითი პროექტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საგადახდო ტერმინალების ობიექტებზე მიტანას, მონტაჟსა და გამართულად დაკავშირებას. ძირითადი მოვალეობები: ** საგადახდო ტერმინალის მითითებულ ობიექტზე მიტანა; ** ტერმინალის ადგილზე მონტაჟი და დაკავშირება; ** ინტერნეტისა და ქსელური კავშირის შემოწმება; ** ტერმინალის გამართული მუშაობის ტესტირება; ** საჭიროების შემთხვევაში, Palms-ის ტექნიკურ/Backend გუნდთან დაკავშირება და მათი მითითებების შესაბამისად საჭირო სამუშაოების შესრულება; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება; ** ინტერნეტისა და ქსელური კავშირების საბაზისო ცოდნა; ** ტექნიკური ინსტრუქციების სწორად შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** დამოუკიდებლად და გუნდთან კოორდინაციით მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** პროექტის საწყისი ხანგრძლივობა: 2 კვირა; ** საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თანამშრომლობის დამატებითი პერიოდით გაგრძელება; ** სამუშაო დრო: სამუშაო საათებში; ** ანაზღაურება: 500 ლარი კვირაში — ჯამში 1, 000 ლარი ორი კვირისთვის; ** სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ობიექტზე ადგილზე ვიზიტს. გამოგვეხმაურონ ავტომობილის მქონე კადრები და საწვავის ხარჯს კომპანია დაფარავს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და საკონტაქტო ინფორმაცია: infra@multipaysystems.ge .
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტექნიკური სპეციალისტი
ბარისტო
თბილისი
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
