გამბერი დანადგარის ოპერატორი
- მცხეთის მუნიციპალიტეტი, მისაქციელი
- სრული განაკვეთი
- დარჩენილია 22 დღე
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 18 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 22 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ალფა პეტი
- საქმიანობა
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- დაარსდა
- 2007
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205223970
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. „ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას გამბერი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ძირითადი ფუნქციები: გამბერი დანადგარის მართვა (გაშვება/გაჩერება და პარამეტრების კონტროლი); პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; პროდუქციის მარკირება, შეფუთვის კონტროლი და წუნის სორტირება დადგენილი პროცედურების მიხედვით; სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება (პარამეტრების ანგარიში, ოპერატორის ჟურნალი); სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციული/ტექნიკური დავალებების შესრულება. სამუშაო დრო: სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს. დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა; კვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით; სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი; სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/ly3T3
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
ჯორჯიან ფექიჯინგი
≈ 1200 ₾
ოპერატორი
რესტორანი ბანგკოკი
დიჯითალ ოპერატორი
თიბისი

