- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 18 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 23 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
აი სი არ თრეიდი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 9
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე. „აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის: Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi. დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა; მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა; პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად; მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება; სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა; სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა. ჩვენ გთავაზობთ: ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა): საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით; დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით. მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას; კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას; კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას; სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი: სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ. სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი" სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი) აღმაშენებლის გამზ. 144 ვაჟა-ფშაველას 26. პეკინის გამზ. 25 ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/ifl2E გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-კონსულტანტი
რანიცა
≈ 1200 ₾
მოლარე-კონსულტანტი
Manamo Home
მოლარე-კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზია
≈ 1000 ₾
