- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება; ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება; კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება; დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა; სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა; დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება; კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xa5S88he დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
ჯიპიაი ჰოლდინგი
მომსახურების მენეჯერი
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი
≈ 1500 ₾
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი
≈ 2000 ₾