როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
TaxInfo ჯგუფი
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - " TaxInfo " აცხადებს ვაკანსიას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ** ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია. ** სამუშაოს ტიპი: სრული; ** სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე) ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); ** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; ** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): ** ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა); ** ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; ** ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა); ** ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა); ** რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა). მოვალეობები: ** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; ** საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; ** მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; ** საუკეთესო სამუშაო პირობებს; ** უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში შერჩევის პროცედურა: 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
TaxInfo ჯგუფი
≈ 1200 ₾
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო
ღამის აუდიტი/ადმინისტრატორი
სასტუმრო WELMOND
ბათუმი