როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 24 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 24 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
CLC Elevator
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "CLC Elevator • სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟისა და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე "CLC" ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან! კომპანია "სი ელ სი" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ამ სფეროში გამოცდილ კადრს. პოზიციის აღწერა: ** ლოკაცია: გელა გოგიშვილის ქუჩა N10, თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე; ** სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + საბონუსე სისტემა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება - პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება; ** პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.); ** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან - პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება; ** პირისპირ გაყიდვების განხორციელება - მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა; ** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი - გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა; ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან; ** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა; ** გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა; ** MS office -ის კარგ დონეზე ცოდნა; ** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად; ** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** არსებული ვაკანტური პოზიციისთვის შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს ქალ კანდიდატებს. "CLC Elevator" გთავაზობთ: ** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას; ** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "სი ელ სი" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი