ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ალტა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 9
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ჩვენ ვართ " ალტა ", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად, კომერციული ფართების მოძიება, ტექნიკური შეფასება და რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ** იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით იჯარის ხელშეკრულებების ტექნიკური პირობების შეთანხმება და მონიტორინგი; ** ახალი ფილიალების გახსნის, რელოკაციისა და დახურვის პროექტების ინფრასტრუქტურული ნაწილის მართვა; ** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა, ნებართვების აღება და სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლი; ** შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად კონტრაქტორების შერჩევა, მოლაპარაკებები და ტექნიკური დავალებების მომზადება; ** ინფრასტრუქტურის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი; ** არსებული ობიექტებისა და საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურების ორგანიზება, ინციდენტებზე და ავარიულ სიტუაციებში ოპერატიული რეაგირება; ** შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური შესრულების უზრუნველყოფა; ** გუნდისა და კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო, არქიტექტურის, ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, აქედან მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე; ** სასურველია საცალო ვაჭრობის ან კომერციული ფართების მართვის გამოცდილება; ** საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვის/შეფასების უნარი, სამშენებლო მასალებისა და საბაზრო ფასების ცოდნა; ** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების, სამშენებლო ნებართვის გაცემის წესის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა; ** MS Office, AutoCAD (ნახაზების კითხვა), MS Project ან პროექტების მართვის სხვა ინსტრუმენტი, ხარჯთაღრიცხვის პროგრამები; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში მივლინების მზადყოფნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მოლაპარაკების, ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** ანალიტიკური უნარი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამეურნეოს სამსახურის უფროსი
მეგარონი
მელიორაციის სამსახურის უფროსი
ნათს ინქორფორეითიდ