გამოცდილი შემფასებელი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
MOORE
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc" , რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი შემფასებლის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტში ( www.moore-georgia.ge ). აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს ( www.moore-global.com ). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpas; ** მზარდი ანაზღაურება; ** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები; ** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი; ** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას. ძირითადი მოვალეობები: ** ქონების წინასწარი ანალიზი, მდგომარეობისა და მის ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება; ** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება და საშემფასებლო დასკვნის მომზადება; ** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით; ** პროფესიული ეთიკის დაცვა; ** კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook); ** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით. პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "გამოცდილი შემფასებელი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ღამის ცვლის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი
მისო ლიდერ კრედიტი
უნივერსალური მოლარე - შემფასებელი
ინტელიექსპრესი
უმცროსი შემფასებელი
საქართველოს ბანკი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, წყალტუბო, ქუთაისი

