ქართული ენის მასწავლებელი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
რუსთავის აზოტი
- საქმიანობა
- ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- დაარსდა
- 2016
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404519794
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს " რუსთავის აზოტი " 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენის მასწავლებლის პოზიციაზე. ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო ძირითადი მოვალეობები ** სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით, პრაქტიკული და მათზე მორგებული 6-თვიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება; ** სწავლების პროცესში სიმულაციების, როლური თამაშების, გუნდური აქტივობებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება და გამოყენება; ** მონაწილეების რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების მოდელირება; ** ყოველდღიურ და სამუშაო კომუნიკაციაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ქართული ფრაზებისა და ლექსიკის სწავლება; ** სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული რესურსების მომზადება; ** მონაწილეების პროგრესის პერიოდული შეფასება და პროგრამის საჭიროებისამებრ ადაპტირება; ** მენეჯმენტისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** ინგლისური ენის ცოდნა: მინიმუმ B2 დონეზე, სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად; ** ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება; ** სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება; ** პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენების გამოცდილება; ** განსხვავებული კულტურისა და ენობრივი გამოცდილების მქონე ჯგუფებთან მუშაობის უნარი (სასურველია); ** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** კრეატიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. პროგრამის მიზანი და სამუშაო ფორმატი: პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა განივითარონ ყოველდღიურ და სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები და შეძლონ ქართული ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში - დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და პრაქტიკულად. სამუშაო ფორმატი: 6-თვიანი პროგრამა, ფიზიკური სწავლება კომპანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20-25 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. სწავლების შინაარსი და ტემპი უნდა იყოს მორგებული მონაწილეთა ენობრივ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე. განაცხადის წარდგენა ** დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com ** ელ-ფოსტის Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ** განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი ** გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ინგლისური ენის მასწავლებელი
Arrow Club
ინგლისური ენის მასწავლებელი
Gl School
≈ 1200 ₾
ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის მასწავლებელი
ბრიტანულ-ქართული აკადემია