- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 18 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 23 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ნიკორა ტრეიდი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 29 · საიდენტიფიკაციო კოდი: 206255808
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას. წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით. სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა. შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია. სს „ ნიკორა ტრეიდი “ აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მონიტორინგის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რეგულარული ვიზიტები მაღაზიებში; ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის კონტროლი; კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ყველა სტრუქტურული ობიექტის პროდუქციის უვნებლობის, შენახვის პირობებისა და ვადების კონტროლი; პროდუქციის განლაგების,შენახვის პირობებისა და განთავსების წესების დაცვა; მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილი და შიდა განაწესით გაწერილი წესების შესრულების მონიტორინგი; სალაროების, პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესისა და შედეგების, მარაგების შეკვეთის, ჩამოწერებისა და დაბრუნებების, ასევე უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი; სავაჭრო დარბაზის შემოწმება, საქონლის წესების შესაბამისად განლაგების, ფასმაჩვენებლების, სისუფთავისა და წესრიგის კონტროლის მიზნით; საქონლის ხარისხის კონტროლი დადგენილი სტანდარტებისა და ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით; ჩეკლისტების მონაცემთა ბაზის შესაბამისად შევსება სავაჭრო ობიექტის გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტის დროს; დარღვევების გამოვლენა და დოკუმენტირება; გამოვლენილი პრობლემის აღმოფხვრის და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო რეკომენდაციების გაცემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების ან სურსათის უვნებლობის მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან რითეილ სფეროში ფრონტში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office. მართვის მოწმობა ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/h5qWeseb სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
TAZE Technologies
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ტექნიკური სპეციალისტი
ბარისტო
თბილისი
სტაჟირება შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით
გრიდ ქონსთრაქშენი


