მენტალური არითმეტიკის კურსის ინსტრუქტორი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მომავლის შემქმნელები
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სასწავლო ცენტრი " მომავლის შემქმნელები " აცხადებს ვაკანსიას მენტალური არითმეტიკის (UCMAS) კურსის ინსტრუქტორის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან მუშაობა და სურთ პროფესიული განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო მიმართულებით. განვიხილავთ როგორც გამოცდილ ინსტრუქტორებს, ასევე კანდიდატებს მენტალური არითმეტიკის სწავლების გამოცდილების გარეშე. ძირითადი მოვალეობები: ** მენტალური არითმეტიკის გაკვეთილების ჩატარება UCMAS-ის საერთაშორისო პროგრამის შესაბამისად; ** მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და განვითარების ტემპის გათვალისწინება; ** მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და მშობლებთან კომუნიკაცია; ** საინტერესო, ინტერაქციული და მოტივაციური სასწავლო გარემოს შექმნა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური უნარების კარგი დონე; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** ახალი მეთოდოლოგიის ათვისებისა და პროფესიული განვითარების სურვილი; ** მენტალური არითმეტიკის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** UCMAS-ის პროგრამით პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას; ** მზა სასწავლო პროგრამასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: თბილისი, სასწავლო ცენტრ "მომავლის შემქმნელების" ფილიალები. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: futurecreators.georgia@gmail.com . წერილის სათაური: მენტალური არითმეტიკის კურსის ინსტრუქტორი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სოც.-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფას. ინსტრუმენტის ადაპტაცია
გაეროს განვითარების პროგრამა
პრაქტიკული გაკვეთილების ინსტრუქტორი
ავტოსკოლა ფორმულა1
თბილისი
ცურვის ინსტრუქტორი
JACNSPA