- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 10
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: პერსონის მონაცემების პროგრამული ცვლილება/გასწორება; პერსონების პროგრამული რეგისტრაცია და კონტრაქტის გახსნა; სამოგზაურო დაზღვევის პროგრამული გამოწერა/გაცემა; ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის პოლისების მართვა, კონტრაქტებში ცვლილებების (დამატება, გაუქმება) დაანგარიშება და მონაცემების ასახვა როგორც პროგრამულ სისტემებში, ასევე Excel-ის ბაზებში; ჩარიცხვების პროგრამული ასახვა და თანხების გადანაწილება შესაბამის პოლისსა და კონტრაქტზე; კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; რას ვითხოვთ: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (განსაკუთრებით MS Excel); მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას; ანალიტიკური აზროვნებას; დეტალებზე ორინტირებულობას; პასუხისმგებლობის გრძნობას; გუნდური მუშაობის უნარს; კანდიდატის შერჩევის ეტაპები: საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; პერსონალური მონაცემების გადამოწმება; წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/rkx გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საოპერაციო მენეჯერი
კომპანია
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group
საოპერაციო დირექტორი
ბი ჯგუფი
