გაყიდვების ხელმძღვანელი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2–3 წელი
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ნიტე დეველოპმენტი
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"NITE Development" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ Head of Sales -ს ბათუმში , რომელიც სრულად უხელმძღვანელებს გაყიდვების მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის კომერციული ზრდის სტრატეგიის განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების შედეგი, არამედ გამართული, სტრუქტურირებული და მასშტაბირებადი გაყიდვების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ეფექტურ მუშაობას, პარტნიორული ქსელის განვითარებას და გაყიდვების სტაბილურ ზრდას. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია; ** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა — ლიდის მიღებიდან გარიგების დასრულებამდე; ** გაყიდვების გუნდის ფორმირება, მართვა, მოტივაცია და განვითარება; ** გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი; ** გუნდის სამუშაო სტანდარტებისა და ეფექტური გაყიდვების პროცესების შექმნა; ** გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება; ** უძრავი ქონების სააგენტოებთან, აგენტებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ქსელის შექმნა და განვითარება; ** ახალი პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; ** აგენტებისა და პარტნიორების მოტივაციისა და კომისიური სისტემის ეფექტურად მართვა; ** CRM სისტემის დანერგვის, გამოყენებისა და კონტროლის მართვა; ** გაყიდვების ავტომატიზაციისა და სტანდარტიზაციის პროცესების განვითარება; ** კლიენტებთან კომუნიკაციის ხარისხისა და გაყიდვების გუნდის მუშაობის მონიტორინგი; ** გაყიდვების პროგნოზირება, ანგარიშგება და ძირითადი მაჩვენებლების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ** გაყიდვების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ლიდების ხარისხისა და კონვერსიის გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი მოლოდინები: ** გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** გაყიდვების გუნდის მართვისა და განვითარების დადასტურებული გამოცდილება; ** გაყიდვების სტრატეგიისა და პროცესების დამოუკიდებლად შექმნისა და მართვის უნარი; ** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** KPI-ებთან და გაყიდვების გეგმებთან მუშაობის გამოცდილება; ** CRM სისტემების ცოდნა და გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება; ** პარტნიორული ქსელის შექმნისა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს; ** მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას; ** შესაძლებლობას, შექმნათ და განავითაროთ გაყიდვების სრულფასოვანი სისტემა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** თანამშრომლობას მზარდ დეველოპერულ კომპანიასთან. სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი თუ თქვენ ხართ ძლიერი გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ გუნდის მართვა, არამედ სისტემის შექმნა, შედეგების ზრდა და გაყიდვების მიმართულების სტრატეგიულად განვითარება, მოხარული ვიქნებით, მივიღოთ თქვენი CV. დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@nite.ge , developmentnite@gmail.com . აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Head of Sales. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი