როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ეაკონი
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- კომპანია "ეაკონი" 15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, წებვადი ლენტების (სკოჩების) სპრეი საღებავების და გამხსნელების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
- ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტებს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენს ხარისხს ენდობიან ისეთი კომპანიები როგორიცაა გორგია, დომინო, კაპაროლ ჯორგია და ა.შ.
- ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას პრისეილერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ბათუმში .
- მოვალეობები:
- ** მარაგების, ასორტიმენტის და მერჩენდაიზინგის კონტროლი DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში;
- ** ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
- ** DIY მარკეტებისა და სადისტრიბუციო ქსელის მონიტორინგი განსაზღვრული პერიოდულობით;
- ** აქციების და აქტივობების ორგანიზება;
- ** გაყიდვების ზრდა და გეგმის შესრულება;
- ** DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში პასუხისმგებელ პირებთან ურთიერთობის დამყარება და პირობებზე მოლაპარაკების წარმართვა;
- ** ფინანსური სიტუაციის კონტროლი და დავალიანებების ამოღებაზე ზრუნვა;
- ** დაქვემდებარებული პრომოუტერების ეფექტურობის კონტროლი;
- ** პროდუქციის და სიახლეების წარდგენა - შეთავაზება სადისტრიბუციო ქსელის და DIY მარკეტების მენეჯერებისთვის;
- ** ბაზრის სისტემატური მონიტორინგი, ფასების, კონკურენტების და ტენდენციების ნაწილში;
- ** მოცემული დავალებების შესრულების კონტროლი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
- ** სადისტრიბუციო ქსელის ზრდა, ობიექტების მონაცემთა ბაზების განახლება;
- ** სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
- მოთხოვნები:
- ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
- ** გამოცდილება სამშენებლო მასალების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ** უმაღლესი განათლება;
- ** საბაზისო კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ** საკუთარი ავტომობილი;
- ** ავტომობილით უზრუნველყოფა
- პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ** შედეგზე ორიენტირებულობა;
- ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
- ** სიახლეებისადმი ინტერესი.
- ** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
- ** პროცესების მართვის უნარი;
- რას გთავაზობთ ჩვენ:
- ** ანაზღაურებას საშუალოდ 2500 ლარის ოდენობით ბონუსის ჩათვლით (პირველი 3 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა და გაიცემა მხოლოდ ხელფასი 1500 ლარი, ბონუსის გარეშე) ბონუსი მერყეობს 400-1600 ლარის ფარგლებში
- ** ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
- ** სადაზღვევო პაკეტს;
- ** ულიმიტო კორპორატიულ ნომერს;
- ** ყველა აუცილებელ პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.
- დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mtsiklauri@eacon.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
- გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ჰორეკა ობიექტების პრისელერი
ზედაზენი 2012
პრისელერი
ვიჯი
პრისელერი
ზედაზენი 2012