სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- განთავსდა
- 11 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლამაზია გრუპ
- საქმიანობა
- არ აქვს
- დაარსდა
- 2018
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 402096245
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სამშენებლო/სარემონტო კომპანიას ლამაზია გრუპ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ს ამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი (დისტანციური) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი სამუშაო ადგილი: დისტანციური ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარემონტო და სამშენებლო პროექტებში გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგსა და კონტროლზე. ძირითადი მოვალეობები: სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალების ფაქტობრივი ხარჯვის გამოთვლა და აღრიცხვა; შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი და აღრიცხვა; მასალების ფაქტობრივი ხარჯვის შედარება ბიუჯეტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ რაოდენობებთან; მასალების ჩამოწერისთვის საჭირო ფორმების, ანგარიშების, უწყისებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება; მასალების მოძრაობისა და გამოყენების მონიტორინგი პროექტებისა და სამუშაოების სახეობების მიხედვით; მიღებული, გახარჯული და მარაგში დარჩენილი მასალების რაოდენობების შეჯერება; მასალების გადახარჯვის, შეუსაბამობებისა და გადახრების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მასალების რაოდენობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება; ბუღალტერიასთან თანამშრომლობა დოკუმენტაციის სიზუსტისა და მასალების დანახარჯების სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად; თითოეული პროექტისთვის მასალების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; შესრულებული სამუშაოების აქტის — ფორმა №2-ის — შევსება. სასურველი კვალიფიკაცია: სამშენებლო ან/და სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო მასალებისა და სარემონტო/სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა; ხარჯთაღრიცხვებთან, სამუშაოთა მოცულობების უწყისებთან (BOQ) და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; დეტალებზე ორიენტირებულობა და რაოდენობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ზუსტად კონტროლის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა; ინგლისური ენის ცოდნა B1–B2 დონეზე. უპირატესობად ჩაითვლება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტად, ხარჯთაღრიცხვის ინჟინრად ან სამშენებლო ხარჯების კონტროლის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება; შესრულებული სამუშაოების აქტების, მასალების ხარჯვის ანგარიშებისა და მასალების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შემოწმების გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შექმნილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lamaziagroup@gmail.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
TAZE Technologies
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ტექნიკური სპეციალისტი
ბარისტო
თბილისი
სტაჟირება შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით
გრიდ ქონსთრაქშენი
თბილისი


