MEP ინჟინრის ასისტენტი
კომპანია
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
სტუდენტებისთვის და ახალკურსდამთავრებულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალკურსდამთავრებულს, რომელსაც სურს MEP ინჟინერიის (ელექტრო, HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია) მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება. მუშაობა მოგიწევთ გამოცდილ ინჟინერ-ენერგეტიკოსთან ერთად, რეალურ საინჟინრო პროექტებსა და სამუშაო ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრებში, კომერციულ და საცხოვრებელ შენობებში. რას ისწავლით და გააკეთებთ: ** საინჟინრო ნახაზების მომზადებას AutoCAD-ში - ელექტრო სქემები, გეგმები, ცვლილებები; ** სპეციფიკაციების, მასალების უწყისებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას; ** საინჟინრო გაანგარიშებებს - კაბელის კვეთა, დატვირთვები, ავტომატური ამომრთველებისა და მილების შერჩევას; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას - აქტები, ოქმები, გაზომვების შედეგები; ** მომწოდებლების შეთავაზებების შედარებასა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციას; ** ობიექტებზე სამუშაოების კონტროლსა და ტექნიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობას. მოთხოვნები: ** ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა…); ** AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების მზადყოფნა; ** Excel-ის საბაზისო ცოდნა; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა; ** ობიექტებზე გასვლის მზადყოფნა; ** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. გთავაზობთ: ** პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ ინჟინერთან ერთად; ** სწავლასთან შეთავსებულ სამუშაო გრაფიკს; ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას; ** სამუშაო ადგილს თბილისში - ოფისსა და ობიექტებზე როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი: გამოგვიგზავნეთ CV (თუ გაქვთ, სასწავლო ნამუშევრებიც) მისამართზე n.kokaia@pe.ge სათაურში მიუთითეთ "MEP ინჟინრის ასისტენტი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
RB ბანკირის ასისტენტი
თიბისი
დოკუმენტაციის ასისტენტი
MSC Georgia
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო

